ახალი ამბები
ზუგდიდის სკოლაში კიდევ ორი უკრაინელი დევნილი ბავშვი ჩაირიცხა
ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლაში უკრაინიდან დევნილი ორი მოსწავლე ისწავლის. რადიო "ათინათს" ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ უთხრა, რომ ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

"ერთი ჩაირიცხა მეორე კლასში, მეორე კი მესამეში. ეს ოჯახი ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში. უკრაინელი ბავშვებისთვის სკოლაში ჩარიცხვის წესი გამარტივებულია, ჯერ მათ მხოლოდ საზღვრის კვეთის საბუთები წარადგინეს. ზუგდიდის სკოლები უკრაინელი ბავშვების მისაღებად მზად არის", - ამბობს ბულია.

გასულ კვირაში ზუგდიდის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლას სწავლის გასაგრძელებლად საომარი მოქმედებების გამო უკრაინიდან დაბრუნებულმა ერთი მოსწავლის მშობელმაც მიმართა.




Print