რეგიონი
ზუგდიდში დააკავეს ორი პირი, რომელიც ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა
ზუგდიდში სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს, რომელებიც გამოძიების ინფორმაციით, ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდნენ.

ისინი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით არიან დაკავებულები.

რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

,,ათინათის'' ინფორმაციით, ორი პირი მსუბუქ ავტომობილზე ხელყუმბარის დამონტაჟებას ცდილობდა. 

მოწყობილობა ამ დროისთვის ამოღებულია.

Print