ახალი ამბები
ზუგდიდის სკოლებში უკრაინიდან დევნილი 5 ბავშვი სწავლობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლებში უკრაინიდან ომის შედეგად დევნილი 5 მოსწავლე ჩაირიცხა, მათგან 4 მეოთხე სკოლის მოსწავლე გახდა, ერთი კი - ჩხორიის სკოლის.

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მამუკა ბულიას ინფორმაციით, შესაბამისი საბუთების გადამოწმების პროცედურები მიმდინარეობს.

ზუგდიდის სკოლებში უკრაინიდან დევნილი ბავშვების მიღება რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს.
Print