ახალი ამბები
ასაფეთქებლით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფერდათ
ორ პირს, რომელსაც გამოძიება ასაფეთქებლის მონტაჟის გზით ჯგუფურად განზარ მკვლელობის მომზადება ბრალდებათ, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით მან სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათი შუამდგომლობა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება იყო.

საგამოძიებო უწყებამ ორივე ბრალდებულს ბრალი ავტომანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის მონტაჟის გზით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტზე წარუდგინა.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, 2022 წლის 30 მარტს, ქ. ზუგდიდში, ჯ.ქ. და ბ.თ. წარსულში არსებული დაპირისპირების გამო ჯ.დ.-ს მკვლელობის მიზნით, მის სარგებლობაში არსებულ ავტომანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობების - ხელყუმბარების დამონტაჟებას ცდილობდნენ.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ასაფეთქებელი მოწყობილობის მონტაჟის დროს დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ორი ცალი ხელყუმბარა.

შემთხვევა ერისთავის ქუჩაზე მოხდა.

Print