ახალი ამბები
ზუგდიდში 5 ათასზე მეტი კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
ფინანსურმა პოლიციამ ზუგდიდში 5098 კოლოფის უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 3 ფაქტი გამოავლინა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების საქმის მასალები, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

„ერთი ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი“, - აცხადებენ უწყებაში.


Print