ახალი ამბები
ბოლო წლების განმავლობაში სამეგრელოში მცხოვრები დევნილების რაოდენობა შემცირდა
სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ჩატარებული სამუშაოებისა და შეკრებილი ინფორმაციის თანახმად, 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები დევნილების რაოდენობა შემცირდა.

უწყების მონაცემებში დეტალურად არის აღრიცხული დევნილების რაოდენობა რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით. აღსანიშნავია ისიც, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთი მცხოვრები დევნილების რაოდენობით თბილისის შემდეგ მეორე ადგილზეა, ზუგდიდი კი, ასევე, თბილისის შემდეგ, მეორე ქალაქია, სადაც ყველაზე მეტი დევნილი ცხოვრობს.

აღნიშნული მონაცემებით, 2017 წელს რეგიონში 909 121 დევნილი ცხოვრობდა, მათი რაოდენობა კი 2021 წელს 828 116-მდე შემცირდა.
Print