ახალი ამბები
ყოფილმა პოლიციელმა, რომელმაც ზუგდიდში ქალს სცემა, ციხე დატოვა
კრიმინალური პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელმაც 2022 წლის იანვარში ზუგდიდში, ქალს სცემა, ციხე დატოვა. გიორგი ბიგვავა რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 6 თვიანი მსჯავრი მიუსაჯა, საიდანაც ნაწილი ბრალდებულმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარა.

როგორც რადიო "ათინათს" გიორგი ბიგვავას უფლებადამცველმა რევაზ მიქაიამ უთხრა, ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

"დამნაშავედ ცნეს და 6 თვე მიუსაჯეს, საიდანაც 3 თვე მოიხადა, 3 კი პირობითია, 1 წლის გამოსაცდელი ვადით", - თქვა მიქაიამ.

2022 წლის იანვარში სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიციის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი ქალს ქუჩაში, ზუგდიდის ცენტრალურ უბანში სცემს. საქართველოს პროკურატურამ ქალზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით პოლიციის თანამშრომელი მალევე დააკავა. გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობდა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ქალის ცემაში ბრალდებულ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა




Print