ახალი ამბები
ზუგდიდში კვირის ბოლოს გამოიდარებს
ზუგდიდში მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში სინოპტიკოსები არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნულ სააგენტოში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ მსგავსი ამინდები 12 მაისის ჩათვლით შენარჩუნდება, დღეს და ხვალ კი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15-16 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსების ცნობით, 13-დან 15 მაისის ჩათვლის გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა 24-დან 29 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება მესტიას, მუნიციპალიტეტის გარკვეულ ლოკაციებზე თოვლ-ჭყაპს ვარაუდობენ.


Print