ახალი ამბები
ზუგდიდის მერია გარევაჭრობასთან დაკავშირებით გამოსავალს ისევ ეძებს
ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეების მოთხოვნასთან დაკავშირებით კომენტარი ზუგდიდის მერიაში გააკეთეს. პრესსამსახურის განმარტებით, მერი, შესაბამის სამსახურებთან ერთად გარევაჭრობის საკითხის გადაჭრას ორივე მხარისთვის მისაღებ პირობებზე ცდილობს და ამ ეტაპზე გამოსავლის გზებზე მსჯელობს.

ცენტრალურ ბაზარში დასაქმებულების ნაწილი გარევაჭრობის აკრძალვას მოთხოვნით დღესაც შეიკრიბა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მერიისგან და შესაბამისი უწყებებისგან პრობლემის ორშაბათამდე მოგვარების პირობა მიიღეს, დაპირება კი არ შესრულდა. ისინი აქციების განახლებას გეგმავენ.

გასულ კვირას მათ მერი, მამუკა წოწერია შეხვდა და კონსულტაციების გამართვას დაპირდა, რათა, მისივე თქმით, ვაჭრობას ორგანიზებული სახე მიეცეს.

Print