ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკურში კაფეს მოსაწყობად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობა არავინ მიიღო
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის შენობაში კაფე-რესტორნისთვის განკუთვნილი ფართის იჯარით აღებაზე გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობა არცერთმა პრეტენდენტმა არ მიიღო. ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" მიერ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის პირობების მიხედვით სამწლიანი იჯარის საწყისი ღირებულება 54 000 ლარი იყო.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოცხადდება მორიგი აუქციონი და შეიცვლება თუ არა არსებული პირობები.

2020 წლიდან აღნიშნული ფართით კაფე "აქ დადიანი" სარგებლობდა, რომელმაც ფუნქციონირება გასულ წელს შეწყვიტა.


Print