ახალი ამბები
ზუგდიდელი მედდა "წლის ექთანი" გახდა (ვიდეო)
ევექსი ჰოსპიტლების მასშტაბურ პროექტში, რომელიც სამედიცინო პერსონალისადმი მადლიერების გამოხატვას ემსახურება, ერთ-ერთი ნომინაციის გამარჯვებული ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ექთანი გახდა.

ნინო ლომაიამ, რომელიც ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსი მედდაა, ნომინაციაში "წლის ექთანი" გაიმარჯვა და ხალხის რჩეული გახდა. როგორც სპეციალურად "სიცოცხლის ელჩებისთვის" მომზადებულ დოკუმენტურ ვიდეოში მედიკოსი ჰყვება, მუდმივად ცდილობს, იყოს პაციენტების სიცოცხლის სადარაჯოზე და მთელი გუნდით იბრძვის ამ მიზნის მისაღწევად.

"ძალიან ბედნიერი ვარ და ვფიქრობ, არც სიტყვები მყოფნის იმ მადლიერების გამოსახატავად, რომელსაც თითოეული თქვენგანის წინაშე ვგრძნობ. თავად ამ პროექტის არსებობა უკვე უდიდესი დაფასებაა მედპერსონალის ყოველდღიური შრომისა და ღვაწლის. გამარჯვებაზე, ალბათ, ვერც ვიოცნებებდი, თუმცა ხალხის რჩეული გავხდი. განსაკუთრებული მადლობა ჩემს თანამშრომლებსა და თანაქალაქელებს", - ამბობს ნინო ლომაია.
"სიცოცხლის ელჩები" უკვე მესამე წელია ტარდება. პროექტის ფარგლებში, საზოგადოებისთვის ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის განსაკუთრებულ ისტორიებს აცნობენ.

Print