ახალი ამბები
ზუგდიდის სკოლები წელს 1500-ზე მეტი პირველკლასელის მისაღებად არის მზად
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ქალაქისა და სოფლების მასშტაბით 51 სკოლაში 2020-2023 სასწავლო წლისთვის 1500-ზე მეტი პირველკლასელის მიღებაა შესაძლებელი. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ უთხრა. მისი ინფორმაციით, ამ ციფრს კერძო სკოლების ლიმიტიც, დააახლოებით, 100 მისაღები მოსწავლე ემატება.

"ყველაზე მეტი 125 მოსწავლის ლიმიტი აქვს მეოთხე საჯარო სკოლას. ორი ეტაპი რომ დასრულდება, მერე უფრო ცხადი გახდება, რამდენი პირვლეკლასელი გვეყოლება", - აღნიშნა ბულიამ. 

პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი 2022 წლის 20 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით უკვე დასრულდა. ამ დროისთვის სკოლაში რეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში, ან მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია, ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

რაც შეეხება მესამე ეტაპს, საყოველთაო რეგისტრაციის პროცესი 2022 წლის 24 მაისს დაიწყება და 15 ივნისის ჩათვლით დასრულდება.



Print