რეგიონი
ზუგდიდში ნიკა გვარამიას და კრიტიკული მედიის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში ტელეკომპანია “მთავარის” დამფუძნებლისა და კრიტიკული მედიის სოლიდარობის აქცია გაიმართა. სამოქალაქო სექტორის ორგანიზებუთ ქალაქის ცენტრში საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და გვარამიას დაპატიმრება გააპროტესტეს. მათი თქმით, ეს თავისუფალი სიტყვისა და ქვეყნის დასავლური კურსის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.

“ჩვენ დღეს აქ მოვედით იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ ნიკა გვარამიას დაპატიმრება, ეს არ არის მხოლოდ ნიკა გვარამიას დაკავება, პიროვნულად ნიკას არ ეხება ეს ამბავი, ჩვენ ვნახეთ როგორ ებრძვის “ქართული ოცნება” კრიტიკულ მედიებს, რაც ძალიან დაუშვებელი ფაქტია, არ უნდა ხდებოდეს ეს იმ ქვეყანაში, რომელი ქვეყანაც ავსებს ევროკავშირში მისაღებ კითხვარს, არ უნდა გვყავდეს ციხეში პოლიტპატიმრები, არ უნდა ვდევნიდეთ კრიტიკულ მედიას და თავისუფალ სიტყვას ამ ქვეყანაში'', - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, “დროას” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ.

მსგავსი შინაარსის აქცია ზუგდიდში რამდენიმე დღის წინაც გაიმართა. დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, თბილისში, მოქალაქეები სოლიდარობას კიდევ ერთხელ გამოხატავენ.

Print