ახალი ამბები
ზუგდიდში ბოლო ზარი დღეს 1086 მოსწავლისთვის ირეკება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მეთორმეტე კლასი წელს 1086-მა მოსწავლემ დახურა, მათგან 1044 საჯარო სკოლის მოსწავლეა, 42 მათგანი კი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდა.

სკოლის დამთავრებას 22 მაისს ბენდი LOUDspeakers ზუგდიდელ მოსწავლეებს მიულოცავს. მერიის მიერ დაგეგმილ "ბოლო ზარის" ღონისძიებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 31 800 ლარი გამოიყო.

დოკუმენტაციის მიხედვით, კონცერტთან ერთად ახალგაზრდებისთვის ფერების შოუც მოეწყობა. დაგეგმილია სადღესასწაულო ფოიერვერკების გაშვებაც.


Print