რეგიონი
ზუგდიდი 300 ათასი ევროს მოსაპოვებლად იბრძვის - საკრებულომ კულტურის განვითარების სტრატეგია დაამტკიცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქ ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიისა და სტრატეგიის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

სწორედ ეს გეგმა წარედგინება კონკურსს, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.

განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მარიამ ახალაიას ინფორმაციით, 300 ათასი ევროს ოდენობით გრანტის მოპოვებისთვის ზუგდიდი, ქუთაისი და ფოთი იბრძვიან.

„ეს საბოლოო ვარიანტი მოიცავს ზუგდიდში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, კულტურის მიმართულებით დაგეგმილ - რეწვის, გასტრონომიის მიმართულებით განვითარებას და სხვა სახის ღონისძიებებს. გეგმებია ამ ეტაპზე გაწერილი და ჩამონათვალი, ფინანსური ნაწილი გამარჯვების შემთხვევაში გაიწერება“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ახალაიამ.

საბოლოო სტრატეგია და გეგმები ზუგდიდის მერიამ მოწვეულ ექსპერტთან ერთად შეიმშავა.

გრანტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროპა კულტურისთვის“ ფარგლებში გაიცემა. გამარჯვებული 1-დან 15 ივლისის ჩათვლით პერიოდში უნდა გამოვლინდეს.



Print