ახალი ამბები
ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირი ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია, სინანულშია - ადვოკატი
ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია მომხდარით, სინანულშია და რა მოხდა ჯერჯერობით, ამის აღდგენა უჭირს, - ამის შესახებ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირის ადვოკატმა, სულხან კომახიძემ "ინტერპრესნიუსს" უთხრა. მისივე თქმით, ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის მოხდება ბრალის წარდგენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ახალგაზრდა ქალი ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 21 მაისს, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ს.კ.-ს, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ს.კ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ამავე თემაზე: 

შენი სიჩუმე კლავს! - ზუგდიდში აქცია-პერფორმანსი დაიგეგმა

მამაკაცი, რომელმაც ავტობუსში ცოლი მოკლა, ზუგდიდელია
Print