ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც  არასრულწლოვანი შვილების თვალწინ, საზოგადოებრიც ტრანსპორტში, საკუთარი  ცოლი დანით მოკლა,  
ზუგდიდელია, ზუგდიდელია მსხვერპლიც.
რადიო "ათინათის" ინფორმაციით, ცოლ - ქმარი ზუგდიდიდან თბილისში რამდენიმე წლის წინ წავიდა. 
შემთხვევა თბილისში რამდენიმე საათის წინ მოხდა. 
პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები