ახალი ამბები
რამდენი ადგილი დარჩა პირველკლასელთა დასარეგისტრირებლად ზუგდიდის სკოლებში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხვალ, 24 მაისს, დილის 09:00 საათიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაციას იწყებს, რომელიც 15 ივნისს დღის ბოლოს დასრულდება. რეგისტრაციას ბავშვის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალური ვებგვერდის registration.emis.ge მეშვეობით ელექტრონული ფორმით შეძლებს. 

ამ ეტაპზე ზუგდიდში, ქალაქის საჯარო სკოლებში დარჩენილი თავისუფალი ადგილების რაოდენობა ასე გამოიყურება: 

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ზუგდიდის №1 საჯარო სკოლა - 37 ადგილი;

მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის №2 საჯარო სკოლა - 39 ადგილი; 

ქალაქ ზუგდიდის №3 საჯარო სკოლა - 56 ადგილი; 

ქალაქ ზუგდიდის №4 საჯარო სკოლა: ქართული სექტორი - 44 ადგილი; რუსული სექტორი - 20 ადგილი;

ქალაქ ზუგდიდის №5 საჯარო სკოლა: 53 ადგილი;

ქალაქ ზუგდიდის №6 საჯარო სკოლა - 36 ადგილი; 

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ზუგდიდის №7 საჯარო სკოლა - 41 ადგილი; 

ქალაქ ზუგდიდის №8 საჯარო სკოლა - 15 ადგილი; 

ქალაქ ზუგდიდის №9 საჯარო სკოლა - 38 ადგილი; 

ქალაქ ზუგდიდის №10 საჯარო სკოლა - 24 ადგილი; 

ქალაქ ზუგდიდის №11 საჯარო სკოლა - 16 ადგილი;

ქალაქ ზუგდიდის №12 საჯარო სკოლა - 22 ადგილი; 

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სოფლებს, სკოლებში ლიმიტის გადასამოწმებლად ეწვიეთ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალობს, ბმულზე: https://catalog.emis.ge

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.




Print