ახალი ამბები
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალებისთვის კონკურსი გამოცხადდა
გამყოფ ხაზთან მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის კონკურსი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით გამოაცხადა.

კონკურსი სასწავლო ტრენინგში „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ მონაწილეობის მისაღებად იმართება და მასში სხვა რამდენიმე მუნიციპალიტეტთან ერთად, ზუგდიდის, წალენჯიხისა და მესტიის სოფლებში მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები მიიღებენ.

„სასწავლო ტრენინგი მიზნად ისახავს მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლებასა და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერებას და მოიცავს როგორც ინტერაქტიულ ლექციებს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს.სასწავლო ტრენინგი განკუთვნილია 18 წლის ასაკს მიღწეული პირებისთვის, ვისაც სურს ბიზნესის დაწყება/გაფართოება, გააჩნია ბიზნეს-იდეა ან/და აქვს მეწარმეობის სფეროში უნარ-ჩვევების განვითარების მოტივაცია“, - აცხადებენ სამინისტროში.

ამავე ინფორმაციით, ტრენინგ-კურსი ბიზნესის დაგეგმვიდან სტარტაპ ბიუჯეტის შემუშავებასა და დაფინანსების წყაროების მოძიებს შესახებ თემებს მოიცავს, მონაწილეებს კი ორი ეტაპის შერჩევის შემდეგ მიიღებენ.

რეზიუმე და სამოტივაციო წერილი მსურველებმა ელექტრონულ მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ზე უნდა გააგზავნონ. განცხადებები 20 ივნისამდე მიიღება.



Print