ახალი ამბები
პოლონეთში ქმრის მიერ მოკლულ ქალს ზუგდიდში დღეს ჩამოასვენებენ
პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული 27 წლის როზეტა ყალიჩავას ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დილის 4 საათზე ჩამოასვენებენ, მოგვიანებით კი ზუგდიდის სოფელ დარჩელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაკავებულია დანაშაულში ბრალდებული. რაც შეეხება მოკლულის სამ მცირეწლოვან შვილს, ისინი პოლონეთში სპეციალურ სამსახურს დაწესებულებაში ჰყავს გადაყვანილი. ოჯახი ბავშვების საქართველოში დაბრუნებაში დახმარებას ითხოვს.

როზეტა ყალიჩავა საკუთარმა ქმარმა 25 მაისს პოლონეთში საცხოვრებელ ბინაში ცივი იარაღით მოკლა. მანამდე მან დასახმარებლად ორგანიზაცია "საფარს" მიმართა, რის შემდეგაც მამაკაცი დააკავეს, თუმცა, მხოლოდ 24 საათით. ოჯახი მიიჩნევს, რომ პოლონეთის სახელმწიფომ ქალის სიცოცხლე ვერ დაიცვა. ორგანიზაცია "საფარი" პოლონეთის სახელმწიფოს მიმართ ევროსასამართლოში დავას აპირებს.

ამავე თემაზე
:

პოლონეთში ზუგდიდელი ქალი, სავარაუდოდ, ქმარმა მოკლა

Print