ახალი ამბები
ზუგდიდში ემირ ნადარეიშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა
ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში ანსამბლ "კოლხას" კონცერტი გაიმართა, მოგვიანებით კი ქორეოგრაფ ემირ ნადარეიშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებაზე ანსამბლის ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლებმა სხვადასხვა ცეკვა შეასრულეს. 

კონცერტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 

ქორეოგრაფიულ ანსამბლ "კოლხას" სამხატვრო ხელმძღვანელის და ბრწყინვალების ორდენის კავალერის ემირ ნადარეიშვილის სახელობითი ვარსკვლავის დამზადების მომსახურება ზუგდიდის მერიამ შეისყიდა.

ემირ ნადარეიშვილი ახლა 80 წლისაა. მის მიერ დაფუძნებულ ანსამბლ "კოლხას" მომავალ წელს 40 წელი შეუსრულდება. ქორეოგრაფიულ ანსამბლს ამ ეტაპზე ემირ ნადარეიშვილის შვილი დავითი უძღვება.
Print