ახალი ამბები
ზუგდიდში თეატრის ქუჩაზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა
ზუგდიდში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, თუმცა არავინ დაშავებულა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. ჯერჯერობით, უცნობია, როდის აღდგება მოძრაობა.
Print