ახალი ამბები
ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში აქცია "შინ ევროპისკენ" დღეს გაიმართება (ვიდეო)
საქართველოში და საზღვარგარეთ დღეს აქცია "შინ ევროპისკენ" გაიმართება. ზუგდიდში მისი ორგანიზატორები ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები და აქტივისტები არიან. სოციალურ ქსელში ზუგდიდელების ნაწილმა ვიდეომიმართვები გაავრცელა და თანამოქალაქეებს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდა.

"2022 წლის ივნისის ბოლოს ევროკავშირი გამოაქვეყნებს საქართველოს სტატუსთან დაკავშირებულ დასკვნას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მომავლის რადიკალური ცვლილება შეუძლია. ივნისის ბოლოს გადაწყდება, ვუბრუნდებით ჩვენს ისტორიულ ფესვებს ევროპაში, სადაც ფუნდამენტური ღირებულება ადამიანი და მისი უფლებების დაცვაა, თუ კიდევ უამრავი შრომა მოგვიწევს ამისთვის. ზუგდიდი და მთელი სამეგრელო ყოველთვის აქტიურ როლს ასრულებდა ქვეყნისთვის ყველა საჭირო საქმეში. ჩვენ განსაკუთრებით კარგად ვიცით, როგორი მნიშვნელოვანია ქვეყნის ერთიანობა, ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობა, რისი გარანტიც სწორედ ევროკავშირია.

ამიტომ, ევროკავშირის პასუხის მოლოდინში, 20 ივნისს, 18:00 საათზე, შევიკრიბოთ ზუგდიდში, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე და საქართველოს სხვა ქალაქებთან ერთად ვაჩვენოთ მსოფლიოს ქართველი ხალხის ერთგულება ევროპული არჩევანისადმი", - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.


ამავე თემაზე: 

რატომ მივდივარ 20 ივნისის აქციაზე - ზუგდიდელების მოსაზრებები (ფოტო/ვიდეო)
Print