ახალი ამბები
ზუგდიდში, ხობსა და მარტვილში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 21 ფაქტი გამოავლინეს, მათგან 3 - სამეგრელო-ზემო სვანეთში.

უწყების ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჯუმზე, მოქალაქეს სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით, უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ტობის სახეობის 700 გრ. თევზი. ასევე, ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე მუნჩიაზე, მოქალაქე სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით იჭერდა თევზს, მარტვილის მუნიციპალიტეტში კი, მდინარეებზე - აბაშასა და ცივზე კი, მოქალაქეებმა ანკესზე დამაგრებული სახლართი ბადისა და ელექტროშოკური აპარატის, ე.წ. პილგანის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობი, ჯამში 6 კილოგრამამდე თევზი.


Print