ახალი ამბები
"მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები ზუგდიდის, წალენჯიხისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში" - კვლევის პრეზენტაცია ზუგდიდში
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დედათა ასოციაცია "დეას" ოფისში, ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის "მოწყვლადი ჯგუფების (ქალები, შშმ პირები და ახალგაზრდები) საჭიროებები ზუგდიდის, წალენჯიხის და ფოთის მუნიციპალიტეტში" პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც "დეას" აღმასრულებელი დირექტორი მადონა ხარებავა უძღვებოდა კვლევის ფარგლებში გამოვლენილი პრიორიტეტებისა და რეკომენდაციების შესახებ ისაუბრეს.

პრეზენტაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა, მერის მოადგილე ბესიკ ჭეჟია, საკრებულოს წევრები, მერიის წარმომადგენლები და თემით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრა პროექტის "სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა წალენჯიხის, ფოთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში" ფარგლებში ჩატარდა. პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და NDI-ის ვაშინგტონის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
Print