ახალი ამბები
კამათი ჩხოროწყუში - სამეგრელოში "შინ ევროპისკენ" საინფორმაციო კამპანია გრძელდება
ჩხოროწყუში სახალხო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს. კამპანიის მონაწილეებს ჩხოროწყუს მერიის ააიპ-ების თანამშრომლები დახვდნენ და ისინი "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირში დაადანაშაულეს, რასაც მათ შორის კამათი მოჰყვა.

"პირადად მე არ მეგონა, რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა, სადაც თავს იყრის ხალხი ეს იქნება ბაზარი, სახელოსნო ქალაქის ცენტრი, ღიმილის მეტი და მადლობის მეტი არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. აი ახლა იყო შემთხვევა, როდესაც შევედი დისკუსიაში ადამიანთან, ქართველ კაცთან, ალბათ იმასაც აქვს ალბათ კარგი, მაგრამ იმის გამო რომ იყო პოლიციელი და ახლა არის დასაქმებული სერიოზული თანამდებობით შემოვიდა ჩვენთან კონფლიქტში ასეთი ფრაზით, ნაციონალების მოწყობილია, ნაციონალების დაბრუნება გინდათ. მე მსახიობი ქალი ვარ, პოლიტიკის არაფერი გამეგება, არასოდეს პოლიტიკურ განცხადებას, როგორც არ უნდა მინდოდეს, არ გავაკეთებ. მაგრამ ის რაც მთხოვა ახალგაზრდობამ და ნდობა გამომიცხადეს, მე რატომ არ გავაკეთებ? ...  მინდა მომავალი და არ მინდა ჩემმა შვილმა აქაურობა დატოვოს. ჩემი აზრი, ამას დამატებული არის ის რომ "შინ ევროპაში" მაინცდამაინც იმას კი არ ნიშნავს, რომ წავედი საფრანგეთში, იტალიაში, პორტუგალიში. ჩვენც უნდა ვიყოთ შინ", - თქვა მსახიობმა საინფორმაციო კამპანიის ერთ-ერთმა მონაწილემ, მსახიობმა ლაურა რეხვიაშვილმა 

ინციდენტებს ჰქონდა ადგილი გუშინ ზუგდიდში გამართულ შეხვედრებზეც.

Print