ახალი ამბები
სამგზავრო მატარებლების მოძრაობის განრიგი იცვლება
მიმდინარე წლის 2 ივლისიდან საქართველოს რკინიგზა სამგზავრო მატარებლების განრიგს ცვლის. განსხვავებული გრაფიკით იმოძრავებენ ზუგდიდისა და ფოთის მატარებლებიც.

ახალი განრიგის თანახმად, თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მატარებელი 08:25 წთ-ზე გავა და დანიშნულების ადგილზე 14:11 წთ-ზე იქნება. ზუგდიდის სადგურიდან კი მატარებელი 17:25 წთ-ზე დაიწყებს მოძრაობას და თბილისში 23:18 წთ-ზე ჩავა.

რაც შეეხება ფოთს, ამ შემთხვევაში მატარებლის გადაადგილების განრიგი ასეთია:

გასვლა თბილისიდან ფოთის მიმართულებით: 17:30 წთ, ჩასვლა ადგილზე - 22:52 წთ.
გასვლა ფოთიდან თბილისისკენ: 07:20 წთ, ჩასვლა თბილისში - 12:46 წთ.


Print