ახალი ამბები
თბილისში დაგეგმილ აქციას ზუგდიდშიც შეუერთდნენ (ფოტო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათი თქმით, ისინი უერთდებიან დედაქალაქში სახალხო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" ფარგლებში დაგეგმილ აქციას და მხარს უჭერენ თბილისში შეკრებილების ყველა მოთხოვნას.

"წარმოდგენილი აქცია-პერფორმანსი არის ერთგვარი სოლიდარობის გამოხატულება იმ აქციის, რომელიც ტარდება თბილისში. ჩვენ აქ მოვიტანეთ ლოზუნგები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ევროინტეგრაციასთან. ჩვენ გვინდა ევროინტეგრაცია, იმისთვის რომ გვქონდეს სამართლიანი არჩევნები, დაცული იყოს ადამიანის უფლებები, ჩვენი გზა ევროპისკენ არის უალტერნატივო", - უთხრა ჟურნალისტებს სამართლიანი არჩევნების რეგიონულმა ხელმძღვანელმა დავით ლოგუამ.

აქციაზე მოსულ ადამიანებს ხელში ეკავათ ქართულ და მეგრულენოვანი ტრანსპარანტები.

მსგავსი აქცია ზუგდიდში 20 ივნისსაც ჩატარდა.
Print