ახალი ამბები
ზუგდიდსა და ხობში გაზმომარაგება დროებით შეიზღუდება
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 85-ე და 96.1-ე კილომეტრებზე გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, 6 ივლისს, 06:00 საათიდან 15:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტების სოფლებს.

კომპანიის ცნობით გაზმომარაგება შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით:

ზუგდიდი, რიყე, ნაწულუკუ, ტყაია, ზედაეწერი, ჩხორია, ოდიში, ბაში, კორცხელი, ნაცატუ, ახალსოფელი, ჭაქვინჯი, ძველი ხიბულა, ინგირი, შამგონა, აბასთუმანი, ჭითაწყარი, ცაიში, ხეცერა, ცაცხვი, რუხი, ანაკლია, ახალი აბასთუმანი, განმუხური, დავითიანი, დარჩელი, დიდი ნეძვი, კახათი, დიდი ნეძვის კახათი, კოკი, კოლხიდა, ლია, ნარაზენი, ოირემე, ორსანტია, ორულუ, ოფაჩხაფუ, ოქტომბერი, ურთა, ოჩაშონა, ყულიშკარი, ჩხოუში, ძველი აბასთუმანი, ჭკადუაში, ხურჩა, ჯუმი;

ასევე, ხობი, ხეთა, პირველი მაისი, ხამისკური, ნოჯიხევი, ახალი ხიბულა, ბია, ბულიტუ, გურიფელი, დასახლება, ზემო ქვალონი, ზენი, კუთხე ნოჯიხევი, ლარჩვა, ნაფოშტუ, ნოჩხონი, ოხვამეკარი, საკვიკვინიო, საქირიო, ჭითა უშგული, ჭიხვი.

"შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
Print