ახალი ამბები
ზუგდიდში ყოფილი სკოლა-ინტერნატის ჭერი ჩამოინგრა, დაშავდა 1 ადამიანი
ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობის ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს ადგილზე ერთი დევნილი იმყოფებოდა, რომელიც მსუბუქი დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"დამირეკეს კედელი ჩამოინგრა და სასწრაფოთი წაიყვანესო. წუხელ კედელი ცვიოდა, გვეშინოდა მაგრამ მაინც გავჩერდით. 14 მაისს მე დავშავდი, სასწრაფოთი წამიყვანეს. 7-8 წელია აქ ვცხოვრობთ. მანამდე შამგონაში ვიყავით. ეს ჩამოწერილი არისო, არსად არ გვქონდა წასასვლელი. რამდენჯერმე მივმართე, ყველამ მომატყუა, ქირით რატომ არ ცხოვრობო. 8 ქულა მოგვივიდა, სიაში ვიყავით, მაგრამ სხვას მისცეს ჩემს მაგივრად. სად უნდა წავსულიყავით არსად არ მომცეს თავშესაფარი", - უთხრა ჟურნალისტებს დაშავებულის ცოლმა.

შენობა, რომელშიც 4 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, დაზიანებულია, თუმცა, როგორც სოფლის გამგებელი ამბობს, აქ მაცხოვრებლების ნაწილი უზრუნველყოფილია საცხოვრებელი ფართით.

ადგილზე მაშველები და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულები.
Print