ახალი ამბები
კოკში ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო
შს სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში 18 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სს კოდექსის 116-ე, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ. 

ახალგაზრდის ცხედარი უკვე დაასვენეს სოფელ კოკში საკუთარ სახლში. 

"ბავშვები შეკრებილილები იყვნენ, თამაშობდნენ ფეხბურთს. მამამისი ხელოსანია, მანაც იცოდა ბევრი რაღაც. ეტყობა იფიქრა გავაკეთებო. ბოძზე ასულა ჩახუტებული. ალბათ ხელი მოკიდა პლიუსს. ადგილზე გარდაიცვალა. განათება არის მაგრამ, რაღაც პრობლემა ჰქონდა", - უთხრა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ადგილობრივმა ნუგზარ შენგელიამ.

უბედური შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, 18 წლის ბიჭი სოფლის სტადიონზე განათების ჩართვას ცდილობდა. სავარაუდოდ, ის დაუცველ ელექტროსადენებს შეეხო, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა.
Print