ახალი ამბები
ახალსოფლის დაზიანებულ ხიდზე გადაადგილება სახიფათოა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში  სტიქიის შედეგად დაზიანებულ ხიდზე მოძრაობა სახიფათოა. მსუბუქი ავტომობილები, თითქმის, სამი კვირაა, ნახევრად ჩამტვრეულ ხიდზე გადაადგილდებიან. მათი თქმით, შემოვლით გზაც დაზიანებულია და ავტომანქანებს აზიანებს.

სოფელში მერის რწმუნებულმა ზურაბ ფაჟავამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ დღეიდან ხიდზე მოძრაობა აიკრძალება. ჩვენს კითხვაზე, რატომ არ იწყება ამ დრომდე აღდგენითი სამუშაოები, ფაჟავამ განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

"შემოვლითი გზა მოხრეშილია და ავტობუსიც მოძრაობს. ბარიერები იყო განთავსებული, მაგრამ ადგილობრივებმა აიღეს. როგორც კი დასვნას მივიღებთ, მაშინვე დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები", - აღნიშნა ფაჟავამ.



ახალსოფლის ხიდი 15 ივნისს სტიქიის შედეგად დაზიანდა.
Print