ახალი ამბები
ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი ფუნქციონირებას სრული დატვირთვით 29 ივლისიდან დაიწყებს - მერია
ივლისის ბოლოდან ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მუშაობას სრული დატვირთვით დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, დღეიდან 10 დღის განმავლობაში კომპლექსი პირველ ღონისძიებას - საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს უმასპინძლებს, რომელშიც 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს.

ფოთის სპორტულ კომპლექსში მოწყობილია დიდი და მცირე ზომის საცურაო აუზები, ფიტნეს დარბაზი, მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი, სასტუმროს ნომრები, კაფეტერია, მწვრთნელებისა და საექიმო კაბინეტები. 

პროექტი, რომლის საერთო ღირებულებამ 14.5 მილიონი ლარი შეადგინა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით​ კი, კომპლექსი ავეჯით, ტექნიკით და ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.
Print