რეგიონი
ექიმების პროტესტი - მედპერსონალს და პაციენტებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ხვდებიან
დევნილთა პოლიკლინიკის ექიმების პროტესტი გრძელდება. მათ დღეს აფხაზეთის ავტონომიურო რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი თამაზ ხუბუა შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

მედპერსონალისა და კლინიკის ბენეფიციარების მთავარ მოთხოვნად დაწესებულების იმ ფორმით ფუნქციონირების გაგრძელება რჩება, რა ფორმითაც კლინიკა, წლებია, არსებობს. გარდა ამისა, ისინი აფხაზეთის მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. ამავე პოზიციაზეა უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ნაწილიც.

ექიმებმა პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღის წინ საავმტომობილო გზაც გადაკეტეს. ისინი ამ ფორმით სავარაუდო გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად დევნილთა პოლიკლინიკების გაერთიანება და სხვისი მართვის ქვეშ გადაცემაა დაგეგმილი.

აქციების მონაწილეები შიშობენ, რომ ამით ათასობით დევნილი და ადგოლობრივი პაციენტი შეღავათიან სამედიცინო მომსახურებას დაკარგავს, ექიმების უმრავლესობა კი სამსახურის გარეშე დარჩება.

ამავე თემაზე:

დევნილთა პოლიკლინიკის ექიმები ზუგდიდში აქციას მართავენ

ზუგდიდში დევნილთა პოლიკლინიკის ექიმებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

ზუგდიდში აქციის მონაწილე ექიმებს ვახტანგ ყოლბაია შეხვდა
Print