ახალი ამბები
ზუგდიდში დევნილთა პოლიკლინიკის ექიმებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს
ზუგდიდში, დევნილთა პოლიკლინიკის ექიმებმა და მედპერსონალმა გამსახურდიას ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. ისინი აპროტესტებენ იმ სავარაუდო გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ეკონომიკის სამინისტრო კლინიკის გასხვისებას გეგმავს. ექიმები ამბობენ, რომ აღნიშნულის გამო უსამსახუროდ დარჩენა ემუქრებათ, ხოლო მათი 50 000-მდე ბენეფიციარი შესაბამის სამედიცინო მომსახურებას ვერ მიიღებს. ამასთან, ისინი განმარტავენ, რომ კლინიკას, რომელთა ბენეფიციარების უმრავლესობა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია, გააჩნია გარკვეული შეღავათები.

"ჩვენ პროტესტი დავიწყეთ და ვაგრძელებთ პერმანენტულად, იმ მოთხოვნით, რომ შენარჩუნდეს დევნილთა პოლიკლინიკა იმ სტატუსით, რაც ახლა აქვს. ამ წუთებში წყდება საკითხი კლინიკის გასხვისებაზე, ტატიშვილებს გადაეცემათ ეს მმართველობა, გენერალური დირექტორი იქნება ტატიშვილის წარმომადგენელი. ჩვენი ბედი გაურკვეველია, ვაპროტესტებთ და კიდევ გავაგრძელებთ პროტესტს. ხელი უნდა აიღონ ამ გადაწყვეტილებაზე. ჩვენ 1993 წლიდან ვემსახურებით კლინიკას", - ამბობს კლინიკის ექიმი ნანა ქობალია

ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიკლინიკის პაციენტებიც, რომლებიც ასევე ამბობენ, რომ სამედიცინო დაწესებულების პროფილის შეცვლის შემთხვევაში ისინი ვერ მიიღებენ შესაბამის მომსახურებას.

აქციის მონაწილეები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ითხოვენ შეხვედრას და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

მსგავსი აქცია მედიკოსებმა რამდენიმე დღის წინაც გამართეს. მაშინ მათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ჯინჭარაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ პოლიკლინიკების გასხვისების პროცესი არ მიმდინარეობს და აღნიშნულს სრული დეზინფორმაცია უწოდა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
05 / მაისი 2025
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალმხრივად აღდგენილია.
05 / მაისი 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, 2025 წლის 1-ელ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) უწყების თანამშრომლებმა სამეგრელოში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 133 პირი შეამოწმეს.
05 / მაისი 2025
ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე შეზღუდულია ავტომანქანების მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.