ახალი ამბები
სასტუმრო "ოდიშის" ყოფილი შენობის ნაწილი ამჯერად 4 მილიონად იყიდება
ზვიად გამსახურდიას გამზირისა და რუსთაველის ქუჩის კვეთაზე განთავსებული სასტუმრო "ოდიშის" ყოფილი შენობის ნაწილი ელექტრონულ აუქციონზე უკვე მეოთხეჯერ გაიტანეს. ამჯერად მისი საწყისი ღირებულება 4 მილიონი ლარია. დოკუმენტაციის მიხედვით საუბარია შენობის I, II და III სართულზე განთავსებულ, ჯამში, 2 359 კვ.მ ფართზე.

ელექტრონული აუქციონის პირობად განისაზღვრულია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში აღნიშნულ ფართში 2 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, სასტუმროს ან/და კომერციული ფართის (გარდა ინდივიდუალური საკუთრების საცხოვრებლისა) მოწყობისათვის.

ამასთან, მფლობელს საშუალება ექნება არასაცხოვრებელ ფართზე მანსარდული ტიპის მეოთხე სართულის დაშენება განახორციელოს.

აღნიშნული შენობა მუნიციპალიტეტმა გასაყიდად რამდენჯერმე გაიტანა.


ამავე თემაზე: 

სასტუმრო „ოდიშის“ შენობა კიდევ უფრო გაიაფდა - კამათი საკრებულოს სხდომაზე

ზუგდიდის ცენტრში სასტუმრო "ოდიშის" შენობა გაიყიდება
Print