ახალი ამბები
ზუგდიდში ავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
ზუგდიდის სოფელ დარჩელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 84 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. მათივე თქმით, მამაკაცი ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა.

დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის დღეს გარდაიცვალა.
Print