ახალი ამბები
ზუგდიდში პუტინის საწინააღმდეგო ბანერის განსათავსებლად თანხას აგროვებენ
ზუგდიდში, ერთ-ერთი ავტობუსის გაჩერებაზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო ბანერის განთავსება სურთ. ამისთვის კი ადგილობრივები თანხას აგროვებენ. იდეა სამოქალაქო მოძრაობა „დროას“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარეს მარიამ სიჭინავას ეკუთვნის. შესაბამისი პოსტი სოციალურ ქსელში მან რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

„აგვისტოს თვე თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის მძიმეა, ზოგს ახსოვს ყველაფერი და გაბრაზებულია. ზოგიერთს ახსოვს, მაგრამ ჯიუტად ბაბაიას გაიძახის. ეს სხვა თემაა და სხვა დროსაც ბევრს ვსაუბრობთ ამაზე. ახლა მთავრაზე გადავალ. ქვეყანაში ძალიან ბევრი რუსი ტურისტია, რომლებიც ისე იქცევიან თითქოს თავიანთ ,,დაჩაზე" არიან. ესეც რომ არა, 7 აგვისტო მოდის და ქალაქშიც უნდა გავახსენოთ ყველას, ვინ ვინ არის :)) ამისათვის მჭირდება თქვენი დახმარება, რადგან პირადი თუ სხვა ფინანსები უკრაინელი დევნილების დახმარებას მოხმარდა, აღარ დარჩა რესურსი ბანერისთვის, რომელიც საკმაოდ სოლიდური თანხა ჯდება, რომ ერთი თვით ერთ-ერთი ავტობუსის გაჩერებასთან, სარეკლამო ადგილას დაიკიდოს“, - წერს სიჭინავა.

აქვე მითითებული აქვს ანგარიშის ნომრები, რომლებზეც მსურველებს ნებისმიერი თანხის დარიცხვა შეუძლიათ.

თიბისი ბანკი

GE68TB7588745068100008

საქართველოს ბანკი

GE19BG0000000161354245

Print