რეგიონი
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ის ქვეითად გადაადგილდებოდა, როცა მას გზაზე გადასვლის დროს მიკროავტობუსი დაეჯახა, შეჯახების შემდეგ კი ქალი იქვე მდგომ მსუბუქ მანქანას შეეჯახა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
Print