ახალი ამბები
ხობში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე დაშავდა
ხობის სოფელ ქვემო ქვალონის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 პირი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე დაშავდა. ავარია ცოტა ხნის წინ მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს 2 მსუბუქი მანქანა შეეჯახა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
Print