ახალი ამბები
ფოთში ისტორიულ ორთქლმავალს რესტავრაცია ჩაუტარდა
ფოთში, რკინიგზის მიმდებარედ, ისტორიული ორთქლმავალი განაახლეს. ფოთის მერიის ინფორმაციით, რესტავრირდა ძეგლის პიედესტალიც და მოპირკეთდა გრანიტის ფილებით. მოედანზე მოეწყო განათების ბოძები.

"საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა ფოთიდან 1871 წელს დაიწყო და სწორედ ამ ისტორიული ფაქტის სიმბოლოა განახლებული ორთქლმავალი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "ბემა" ასრულებდა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 69 590 ლარი შეადგინა.
Print