ახალი ამბები
დღეს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დაიკეტა
დღეს, 24 აგვისტოს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დაკეტილია. ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს. მიზეზად კი ძლიერი ქარის გამო მოქალაქეების უსაფრთხოებას ასახელებს.


„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში სინოპტიკოსები ძლიერ ქარს პროგნოზირებენ. ასევე, 28 აგვისტომდე საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

მოქალაქეების უსაფრთოების მიზნით, დღეს, 24 აგვისტოს ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დაკეტილია“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.


Print