ახალი ამბები
ზუგდიდში 1 700 დევნილი ოჯახი ბინებს მიიღებს - ღარიბაშვილი
მთავრობა განკარგულებას გამოსცემს, რომლითაც თბილისში ბინას 2 400 დევნილი ოჯახი მიიღებს, ზუგდიდში - 1 700, ქუთაისში კი 720. შესაბამისი განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართი სულ 13 ათას დევნილ ოჯახს გადაეცემა.

"ჩვენ გამოგვაქვს მთავრობაზე საკითხი, რომელიც ეხება დევნილებისთვის სახლების განვადებით მშენებლობას. ვალდებულება ავიღეთ 13 ათას ოჯახზე. დღეს დავამტკიცებთ შესაბამის განკარგულებას, 7 000 ოჯახი ახალაშენებულ კორპუსში მიიღებს ბინას, დარჩენილი 6 000 კი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში განსახლდება.

ჩვენი ვალდებულებაა დევნილებს ღირსეული პირობები შევუქმნათ, სანამ ისინი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში არ დაბრუნდებიან. ბოლო 10 წლის განმავლობაში ათასობით დევნილ ოჯახს გადავეცით ბინა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
Print