ახალი ამბები
მესტიაში ხანძრის ქრობის პროცესში ავიაცია ჩაერთო
მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესში ავიაციამ მუშაობა დილიდან განაახლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის შესაბამისი ძალებია მობილიზებული. უწყების ცნობით, ცეცხლის კერა დასახლებული პუნქტიდან შორს არის და მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის.

ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
Print