ახალი ამბები
განმუხურში კომპაკ სპორტინგში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი მიმდინარეობს
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, განმუხური კომპაკ სპორტინგში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპს მასპინძლობს. ტურნირი გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება. 

გამარჯვებულები და პრიზიორები რამდენიმე კატეგორიაში გამოვლინდებიან. შეჯიბრი საერთაშორისო სპორტინგის ფედერაციის FITASC-ის COMPAK SPORTING -ის წესებით ტარდება.

ჩემპიონატი საქართველოს სპორტინგის ფედერაციის ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.
Print