ახალი ამბები
ზუგდიდში სწავლა ორ სკოლაში არ განახლდა, სააღმზრდელო პროცესი დაიწყო ყველა ბაღში
ზუგდიდის 51 საჯარო და 6 კერძო სკოლიდან სასწავლო პროცესი ორ სკოლაში არ განახლებულა. საუბარია პირველ საჯარო და სოფელ ზუმის საჯარო სკოლებზე, სადაც მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ახალი სასწავლო წელი 26 სექტემბერს დაიწყება. წელს ზუგდიდის სკოლებმა 1200-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს.

სააღმზრდელო პროცესი განახლდა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა - 62-ვე საბავშვო ბაღში, სადაც ამ დრომდე 1000-მდე აღსაზრდელია დარეგისტრირებული და რეგისტრაციის გავლა სექტემბრის ბოლომდეა შესაძლებელი.

სკოლებიცა და ბაღებიც ახალ სასწავლო წელს შემსუბუქებული რეგულაციებით შეხვდნენ.



Print