ახალი ამბები
ზუგდიდი-ლიის გზაზე ავტომობილი ცხენს დაეჯახა - დაშავებულია მძღოლი
ზუგდიდი-ლიის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, შედეგად დაშავებულია ახალგაზრდა მამაკაცი.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ავტომობილი ცხენს დაეჯახა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
Print