ახალი ამბები
საქართველოს ფოსტამ ენგურჰესის გამოსახულებით საფოსტო მარკა დაამზადა
საქართველოს ფოსტამ ენგურჰესის გამოსახულებით საფოსტო მარკა დაამზადა და მიმოქცევაში გაუშვა. როგორც რადიო „ათინათს“ „ენგური ატრაქციის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა ანთიძემ უთხრა, ამ თხოვნით საქართველოს ფოსტას მათ მიმართეს.

„ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს ფოსტას ამ მარკის დამზადება და ძალიან გვიხარია, რომ გაითვალისწინეს, თითქოს, პატარა დეტალია, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია მიუხედავად იმისად, რომ დღეს წერილებს ნაკლებად აგზავნიან. დღეს გამოვიდა მიმოქცევაში და კმაყოფილები ვართ“, - აღნიშნა ანთიძემ.

მისივე ინფორმაციით, ენგურჰესის კაშხალს მაისიდან დღემდე 25 ათასამდე ტურისტი ესტუმრა და შპს ვიზიტორთა რიცხვის მატების მოლოდინშია. ანთიძე ასევე დასძენს, რომ ადგილზე უახლოეს პერიოდში ვიზიტორთა ცენტრისა და ორი სამუზეუმო სივრცის მოწყობა და.იწყება.





Print