ახალი ამბები
წალენჯიხის საბავშვო ბაღებიდან თანამშრომლების ნაწილი გაათავისუფლეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საბავშვო ბაღებიდან 36 თანამშრომელია გათავისუფლებული. შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოეწერა.

გათავისუფლებული თანამშრომლები, რომლებიც წლების განმავლობაში აღმზრდელების თანაშემწეებად მუშაობდნენ, გადაწყვეტილებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ და სასამართლოში ჩივილს აპირებენ.

თავის მხრივ, წალენჯიხის მერი პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს და ოპტიმიზაციის რეფორმას ბაღებში კანონმდებლობის შესაბამისობით ხსნის.
Print