ახალი ამბები
ზუგდიდში კამპანია "ემეგობრე პოლიციას" ფარგლებში ღონისძიებები მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის "ემეგობრე პოლიციას" ფარგლებში მორიგი ღონისძიება ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარეობს. ადგილზე მისულ მოქალაქეებს საშუალება აქვთ გაეცნონ შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას. ასევე, შეუძლიათ დაათვალიერონ საპატრულო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცტექნიკა და აღჭურვილობა.მოზარდები, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში.
Print